ცეცხლს ეთამაშებით - ასე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, რომელიც ამ განცხადებით ევროპარლამენტარ
ანდრიუს
კუბილიუსის წერილს გამოეხმაურა.
"მეგობრებო, ერთხელ, თქვენ ტყუილის გამო მწარე სილა გაგაწნეს და ამჯერად ცეცხლს ეთამაშებით. თქვენ, შესაძლოა შავ სიაში შეგიყვანონ და საერთოდ, პერსონა ნონგრატად გამოგაცხადონ, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკაში. ასე, რომ გონს მოდით. თქვენ სილის გაწვნას აღარ გაკმარებთ არცერთი," - აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს
კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.