ვირუსის გავრცელების სტატისტიკა შეიცვალა, პლიუს 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 626-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე ამ წუთას განახლდა.
კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 297-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კიდევ 9 ადამიანი განიკურნა.
გარდაცვლილია 10 ადამიანი. კარანტინში 4702, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 459 ადამიანი რჩება.