უფასო დეველოპერული მხარდაჭერა

09 May 2020 17:14

პანდემიის საფრთხისა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთი ორგანიზაცია თუ ბიზნესი - საფრთხის წინაშე დადგა. მათ უჭირთ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა, აკრძალვები პრობლემას ქმნის მომხმარებლებთან ურთიერთობისა და სერვისის მიწოდების თვალსაზრისითაც.


სწორედ, ამ სეგმენტისთვის, ლატვიელმა ვებ-დეველოპერმა, ოსკარს თუნსმა და ორგანიზაციამ "დეველოპერს ალიანსი" - შექმნა პლატფორმა, საიდანაც მსურველები უსასყიდლოდ შეძლებენ ვებგვერდის აწყობას ან არსებული ვებგვერდის გაუმჯობესებას ისე, რომ მომხმარებელთან ონლაინ კომუნიკაცია შეძლონ (მაგ. დაიწყონ ონლაინ ვაჭრობა და ა.შ.).


პროექტის ფარგლებში მომზადებული ვებგვერდის მისამართია: https://offline2online.ge/, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სწორედ ამ ვებგვერდის მეშვეობით მიმართოს დეველოპერთა ჯგუფს, რომლებიც დაეხმარებიან მათივე საიტის შექმნა/გაუმჯობესებაში.



კომენტარები:

ფართი შოპი