თბილისის მერიის მხარდაჭერით, სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობა დისტანციურად მიმდინარეობს

10 May 2020 20:34

თბილისის მერიის მხარდაჭერით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობა დისტანციურად მიმდინარეობს.


პროექტი ითვალისწინებს კიბერლიგას - ონლაინ ჩემპიონატს კიბერსპორტის 7 სახეობაში, „თბილისის თასი 2020“ ონლაინ და საქართველოს E ლიგა (FIFA 2020). ასევე, ონლაინ გადაცემებს, რომელიც მოიცავს კულინარიის ონლაინ კურსებს და ონლაინ სპორტულ აქტივობებს (იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის; ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში;).


გადაცემებს ყოველდღე, 12:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე იხილავთ. პროექტის ფარგლებში, სულ 48 გადაცემა ჩატარდება.


• ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 12:00 საათი - იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის; 

• სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 12:00 საათი - ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში;

• შაბათი-კვირა, 12:30 საათი - კულინარიის ონლაინ კურსები.


სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების გარდა, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ აქტივობები კულტურის მიმართულებითაც ხორციელდება.


აღნიშნული პროექტები გაგრძელდება ივნისის ბოლომდე და მასში უშუალოდ ჩართული იქნება 5 000-მდე მონაწილე. აქტივობების მიზანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს შესრულებული იქნას სახელმწიფოს უმთავრესი რეკომენდაცია #დარჩი სახლში.



კომენტარები:

ფართი შოპი