წყალტუბოში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა

11 May 2020 02:40

იმერეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. დღეიდან,  წყალტუბოსა და თერჯოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.


წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაიონული შენობები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა.


წყალტუბოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და რეგიონული განვითარების ფონდიდან 262 452 ლარით, ხოლო  თერჯოლის  პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 233 ათასი ლარით დაფინანსდა.





კომენტარები:

ფართი შოპი