პრეზიდენტი ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Groupe ADP პრეზიდენტს ესაუბრა

12 May 2020 04:14

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Groupe ADP პრეზიდენტს, ოგუსტინ დე რომანეს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

 

საუბრისას პრეზიდენტმა Groupe ADP-ის პრეზიდენტთან, რომელიც TAV Airports-ის მთავარ აქციონერს წარმოადგენს, უცხოელი ტურისტების მიმოსვლისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები განიხილა.

 

ADP Group - ფრანგული სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც TAV Airports- ის მთავარი აქციონერია და იგი თავის მხრივ, TAV Georgia- ს სახელით ოპერირებას უწევს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.



კომენტარები:

ფართი შოპი