გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა

14 May 2020 16:06

დღეს მთავრობამ რამდენიმე ის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში წარადგინა.


„პირველი, ეს არის ის შეღავათი, რომელიც ჩვენს ფერმერებს დაუწესდა სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან განთავისუფლების სახით, მათ ჩამოეწერათ, როგორც 2020 წლამდე დავალიანება, ისე მიმდინარე წლის ირიგაციის და დრენაჟის საფასური 10 ჰა-მდე მეურნეობებისთვის.


მეორე ეს არის აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა; ეს არის მთავრობის ახალი დადგენილება, ახალი პროექტი, რომელიც, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის ითვალისწინებს  გრანტს და იმედია, მომავალშიც  გაგრძელდება ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მათ უნდა ჰქონდათ წვდომა თანამედროვე ტექნიკაზე, რაც პირდაპირ კავშირშია კონკურენტუნარიანობასთან. მათ უნდა შეძლონ მეურნეობების მოდერნიზაცია და გაფართოება. მექანიზაცია ძირითადი საშუალებაა თანამედროვე ფერმერული მეურნეობის წარმოებისთვის და, შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადია. აქ საუბარია მცირე მექანიზაციაზე,  ეს არის 100 ცხენის ძალამდე ტრაქტორი, თვითმავალი ტექნიკა, ხელის მოტობლოკი ან იმპლემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ მეურნეობაში. ჩვენი თანადაფინანსება არის 50%-იანი და მიგრანტი ფერმერებისთვის ეს შეიძლება იყოს 50 000 ლარი.



კომენტარები:

ფართი შოპი