გიორგი გახარია - "18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები"

14 May 2020 16:08

"18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით

დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ხაზგასმით ვამბობ, შედარებით და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს - წარმატებული ბრძოლა ინფექციის და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან როგორც ჩანს დარჩება დიდ ხანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



კომენტარები:

ფართი შოპი