პაატა იმნაძემ განმარტა, რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები

15 May 2020 03:33

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV“- ის ეთერში განმარტა, რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. 


"მართლა რომ არ სჯერა, იმას მინდა დავაჯერო და გავაგებინო, რომ ეს ვირუსი მართლა საფრთხეა. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სამშენელო მასალების მაღაზიებისგან განსხვავებით იმიტომ არ იხსნება, რომ ტანსაცმელს ყიდვის დროს იზომავენ ადამიანები და რისკები განსხვავებულია.


ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები რით განსხვავდება სამშენებლო მასალების მაღაზიებისგანო? თუ ეს ვიღაცას არ ესმის, იმას მინდა გავაგებინო, თუმცა ძალიან კარგად იციან რატომაც არის ეს განსხვავება და მაინც ამას „აწვებიან“, რომ რა განსხვავებაა თურმე, ტანსაცმლის მაღაზიაში წავა თუ სამშენებლო მაღაზიაში. ცემენტის ტომარას ხომ არ ვიზომავთ არა, მივდივართ და ვყიდულობთ, პიჯაკს რომ ვყიდულობთ, ან ფეხსაცმელს, უნდა მოიზომო და ხომ არის რისკებში განსხვავება?!“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი