ავარია მოხდა ბათუმში დღეს, 14 მაისს, ახალ ბულვართან, სადაც ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანა კლინიკაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.