"ეროვნული ბანკი ისე განკარგავს სავალუტო რეზერვებს, ვითომ ბაბუამისმა დაუტოვა" - თემურ ჭყონია

15 May 2020 03:43

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ეროვნული ბანკის საქმიანობით უკმაყოფილოა. „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ჭყონია ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებიდან თანხების ხარჯვის სპეციფიკა კითხვებს უჩენს.


„სუბიექტურად ვამბობ, მე არ მაქვს პრეტენზია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ცოდნაზე. მე მაქვს ეროვნული ბანკის მუშაობის შედეგზე პრობლემა. მე ვიცი, რომ მისი შედეგი არის ცუდი, ასე ჩანს. ის შედეგი, რაც გვაქვს ნორმალური არ არის.


ეროვნული ბანკი გვეუბნება, რომ ჩვენ დავუბრუნდებით რაღაც პერიოდში სტაბილურ მდგომარეობას. სტაბილური მდგომარეობა ხომ იცით რა იქნება ერთ მშვენიერ დღეს?! აი დღეს, რაც არის-3,20 (ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში).


სტაბილური მდგომარეობა რომელია, სად უნდა გაჩერდეს (ლარი) არავინ იცის. 3 მლრდ აქვს სებ-ს (სავალუტო რეზერვი), როგორც თვითონ გამოაცხადეს, თუმცა მე არ ვიცი, სალაროში მაგათთან არ ვყოფილვარ. 3 მლრდ აქვს სარეზერვო ფონდი, დახარჯა 100 მლნ ვთქვათ, ხომ არსებობს ლოგიკური კითხვა- 100 მლნ რომ დახარჯე, 110 იყო საჭირო თუ 90? ეს ეროვნული ბანკი ისე განკარგავს 3 მლრდ-ს, ვითომ ბაბუამისმა დაუტოვა მემკვიდრეობით და ჩვენგან რომ არის შეგროვებული ის 3 მილიარდი, ვითომ არაფერი!“-აცხადებს ბიზნესმენი.


შეგახსენებთ, წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად 4 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში სავალუტო აუქციონზე 120 მლნ დოლარი გაყიდა.


წყარო: bm.ge


კომენტარები:

ფართი შოპი