თუ საერთაშორისო საზოგადოება ცოტა ღრმად ჩაიხედება პროცესებში მიხვდება რაშია საქმე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე შემოაპარა ე.წ.104 პოლიტპატიმრის საქმე. ამდენი პოლიტპატიმარი არის საქართველოში?! ამაზე საუბრობს ვინმე?! უზარმაზარ სიყალბესთან და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ისინი დეზინფორმირებულები არიან. ევროპარლამენტის და კონგრესის ცალკეულმა წევრებმა, არ უნდა აკეთონ ისეთი განცხადებები, რომ საქართველოს საზოგადოებაში აგრესია შექმნან ამ უმნიშვნელოვანესი, დასავლური უწყებების მიმართ“, - აღნიშნულის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში ფრაქციის „ქართული ოცნება - მწვანეები“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.