ცოტნე ზურაბიანი: "ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ არის თვალსაჩინო ილუსტრაცია ძალისა, რომელსაც ზურგს მხოლოდ ანტისაზოგადოებრივი საქმიანობის წარსული და ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინი „უმაგრებს“

20 May 2020 19:48

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი, 'ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს ეხმიანება:


"თვალსაჩინო ილუსტრაცია ძალისა, რომელიც საკუთარ თავს „პოლიტიკურს“ უწოდებს, მაგრამ ზურგს მხოლოდ ანტისაზოგადოებრივი საქმიანობის წარსული და ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინი „უმაგრებს“.


განვითარების პოლიტიკური ხედვის, ხალხისადმი მსახურების პასუხისმგებლობის არქონისას ასეთი ძალისთვის მოქმედების ერთადერთი გზაა ძალადობა, საკუთარ მოქალაქეთადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, ახალგაზრდობის გულწრფელი ემოციების წარმართვა შტურმის, ქაოსის, დესტაბილიზაციისაკენ... „რაც შეიძლება მეტი სისხლი, მეტი გვამები....“ - მხოლოდ ასე ხედავენ შესაძლებლობას, დარჩნენ პროცესების ზედაპირზე, სულ მცირე, მედიის ყურადღების ცენტრში, კიდევ უფრო მეტი ქაოსის მზადებით, ამღვრეულ წყალში ოდესმე მაინც თევზის დაჭერის იმედით.


სამწუხარო ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მათ არ ეყოთ გამბედაობა, თვალი გაესწორებინათ საკუთარი დანაშაულისთვის, გადაეფასებინათ წარსული, აეღოთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე არა მხოლოდ ჩადენილზე, არამედ აწმყოში საკუთარ ნაბიჯებზეც.


მაგრამ ასეთი ძალების ხელისუფლებაში ყოფნის მტკივნეულმა გამოცდილებამ ძალიან ბევრი გვასწავლა ჩვენ, საზოგადოებას. მჯერა, რომ სულ მალე, საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი საბოლოოდ დაუსვამს წერტილს მათ იმედებს და მთელ ძალისხმევას მხოლოდ ქვეყნის წინსვლისკენ მივმართავთ."- წერს ზურაბიანი. 




კომენტარები:

ფართი შოპი