როგორ უნდა მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის - ამირან გამყრელიძე განმარტავს

23 May 2020 02:25

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღისთვისაც უნდა მოემზადოს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ინფექციის კიდევ ერთ შემოტევას საზოგადოებამ და ჯანდაცვის სექტორმა წინააღმდეგობა გაუწიოს? - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. 


"პირველ რიგში, მოსახლეობა კიდევ მეტად უნდა იყოს გათვითცნობიერებული. ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ ჩვენ კორონავირუსთან ცხოვრება ხანგრძლივად მოგვიწევს. დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ცენტრის სერიოზულად გადამზადება, სწავლა და სულ სწავლა. აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის უფრო მეტად მომზადება, ასევე საავადმყოფოების და პირველადი ჯანდაცვის ქსელის. უნდა შეივსოს მარაგები და იყოს უწყვეტი. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში საზღვრის ჩაკეტვამ,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.   



კომენტარები:

ფართი შოპი