დავით ფერაძე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი;
მოგესალმებით,
ვწუხვარ, რომ მიწევს ისევ პრობლემებზე საუბარი და ამჯერად იმგვარად სუბარი, რომლის სურვილი არ მაქვს, მაგრამ იძულებული ვარ მივამართო კატეგორიულ ფორმას.
არა ასეთი ფორმით, მაგრამ სხვადროსაც არაერთხელ მომიმართვას სოფელ საწაბლეში არსებული გზის, ელექტროენერგიის, ხე-ტყის მასობრივი ჩეხვის და სხვა პრობლემათა გამო. შემოგთავაზეთ თანამშრომლობა, გზის მშენებლობის მონიტორინგში თანამონაწილეობა. თქვენდამი პატივისცემის დადასტურების მიზნით, რამდენჯერმე ვეცადე ცენტრალურ მთავრობამდე არ მიმეტანა პრობლემები და ისინი ურთიერთ კეთილმეგობრული თანამშრომლობით მოგვეგვარებინა. ამის მიუხედავდ, თქვენი მხრიდან, არერთხელ დაფიქსირდა ადგილობრივი მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტი, რატომ აქტიურობდნენ ისინი. რატომ კონტაქტობდნენ ჩემთან და ასე შემდეგ... თითქოს თქვენ წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
მოცემულ მომენტში, მე ვიმყოფები სოფელ საწაბლეში. სამყაროს მოწყვეტილობის პირობებში, როგორც იქნა მოვახერხე დაბალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა და ახლა ამ გზით ვახერხებ თქვენთან კომუნიკაციას. უნდა იცოდეთ, მაგრამ თუ არ იცით, მინდა გითხრათ, რომ აქ გაკეთბული არაფერი ჩანს: გზა ისევ წინადებურად დანგრეული და უარეს მდგომარეობაშიცაა, თუ არ ჩავთვლით 7 კილომეტრიანი გზის 40 მეტრამდე მონაკვეთს, რომელზედაც უხეიიროდ და თვალშისაცემად უხარისხოდ მიუსხამთ ბეტონი.
გაუმართავია ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები. მცირე ქარში, წვიმაში და ცხადია, თოვლშიც ფერხდება ელექტროენერგიის მიწოდება ან უხარისხო და დაბალი ძაბვაა. სათანადო სამსახურთან დაკავშირების მიუხედავად, ამ განცხადების წერის მომენტშიც ასეთივე ძაბვა მიეწოდება მოსახლეობას და მხოლოდ რამდენჯერმე დაკავშირების მერე გამოგზავნეს დამხმარე ბრიგადა.
რაც თანამდებობებზე იმყოფებით და მუნიციპალიტეტს მესვეურობთ, საინტერესოა, ერთხელ მაინც თუ დაინტერესდით ამ სოფლის მდგომარეობით, გზით, უტრანსპორტობით, საყოფაცხოვრებო პირობებით, ავარიული, საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლებით, სადაც ადამიანები, მხოლოდ და მხოლოდ კერის ჩაუქრობლობის მოტივით ცხოვრობენ?!
აღარ გავყვები პრობლემათა აღწერას, რადგან ვფიქრობ, ამით გულს ვერ აგიჩუყებთ და პირდაპირ გადავალ კატეგორიულ მოთხოვნაზე, თუმცა თქვენი მხრიდან კომპრომისული, თანამშრომლობითი ნაბიჯის შემთხვევაში მე ისევ მზად ვარ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
დაუყოვნებლივ, ამ ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში დაიწყეთ ყველა ზომის მიღება შემდეგ საკითხების მოსაგვარებლად:
_სოფელთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ერთხელ და სამუდამოდ სრულყოფილად დასრულდეს. თუ თქვენ მოიმიზეზებთ ფინანსების ნაკლებობას, (რაც, ცხადია, დაუჯერებელია), გთავაზობთ ალტერნატიულ, უფრო ეკონომიურ და პრაქტიკულ წინადადებას: მიუერთეთ, და ბეტონის საფარით დაფარეთ საწაბლე-წიფლავაკე-ულევის გზა. შეგახსენებთ, რომ ამ გზის უდიდესი ნაწილი, რომელიც გაზსადენის ტრასის პერიმეტრშია, უკვე გაკეთბულია და დარჩენილი გზის მონაკვეთი (ულევიდან საწაბლის სასაფლაომდე) 50%-ით მაინც შეამცირებს ხარჯებს. ამავდროულად, ეს ალტერნატიული გზა, უფრო უსაფრთხოა მეწყერული და სხვა დაზიანების და სამომავლო ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით;
- ნორმალიზდეს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემა და ადაპტირდეს ადგილობრივ ბუნებრივ პირობებთან;
_შეშის მკვეთრი დეფიციტის გამო დაიწყოს მუშაობა, მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის.
_შემოწმდეს და მატერიალურ ტექნიკური დახმარება გაეწიოს ავარიულ, საცხოვრებლად საფრთხის შემცველ სახლებს;
_დაიწყოს მუშაობა კონტრადმირალ კონსტანტინე სუხიაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტიაციისათვის;
_გამონახეთ დრო და შეხდვით საწაბლის მოსახლეობას, ოღონდ არა თქვენთვის, არამედ მათთვის მოხერხებულ ადგილზე, კერძოდ ადმირალ კონსტანტინე სუხიაშვილის სახლ-მუზეუმთან.
მინდა გაცნობოთ, რომ გამოვყავი დრო დაყენებულ საკითხებზე კონტროლის მიზნით და ჯერ-ჯერობით ვრჩები თქვენ სამოქმედო მუნიციპალიტეტში. უახლოეს ხანში მოვითხოვ საჯარო ინფორმაციას ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. პარალელურ რეჟიმში მუდმივ კავშირზე ვიქნები საინფორმაციო სააგენტოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთა და ეტაპობრივად გავასაჯაროვებ არსებულ პრობლემებს. თუ მოთხოვნებზე რეაგირების არანაირი ნიშანი არ გამოჩნდება უახლოეს 24 საათში (მაგალითად: ჩემთან დაკავშირება, შეხვედრის ორგანიზება და ა.შ), მივმართავ მთავრობის კანცელარიას და საკუთარი სახსრების ხარჯზე უზრუნველვყოფ სოფლის რამდენიმე წარმომადგენლის ჩაყვანას და საპროტესტო აქციის წამოწყებას ჯერ მუნიციპალიტეტის ცენტრში, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან.
სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა, კი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელებს, ცხადია, დაგეკისრებათ თქვენ.
იმედია, ადეკვატურად შეაფასებთ არსებულ სიტუაციას და ყველა ზომას იხმართ, რომ სიტუაცია არ შევიდეს კრიზისში, მით უმეტეს, როგორც უკვე გითხარით, თქვენი სათანადო ქმედების შემთხვევაში მე კვლავ მზად ვარ თანამშრომლობისთვის.
ტელ: 555 27 05 38 - დავით ფერაძე.