წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვით მიმართა:
"ბატონო გიორგი, ჩვენმა კოლეგებმა ბევრი ისაუბრეს მთავრობის მხრიდან უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე. ამ კონტექსტში, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ შიდა ტურიზმის განვითარებაზე. ჩვენ, პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს, მათ შორის, სამედიცინო, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით. საინტერესოა, თქვენი ხედვა: როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით, რომ გვქონდეს კონკრეტული შედეგები?"
ზურაბიანის კითხვას პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:
"ბატონო ცოტნე, გეთანხმებით, არის თანადაფინანსების გარკვეული სქემები, რომელთა მეშვეობით, ბანკებთან ერთად ვეხმარებით ამ ხალხს, მაგრამ ძირითადი დახმარება იქნება, თუ ჩვენ, ყველა ვიმოგზაურებთ საქართველოში (მაინც ვერ წავალთ ვერსად) და ასე მივეხმარებით ჩვენს ტურისტულ სექტორს."
ცოტნე ზურაბიანის კითხვა:
გიორგი გახარიას პასუხი: