შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებს

30 May 2020 06:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან,

საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო

შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ

სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.


31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ,

განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული

ჯავშანი.


მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად

ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს

რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების

მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.





კომენტარები:

ფართი შოპი