ცოტნე ზურაბიანი: "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტი ოკუპირებულ ცხინვალზე, არის თავიდან ბოლომდე რუსული ნარატივი და რუსული რბილი ძალის გაგრძელება"

30 May 2020 06:50

ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ დროს "მთავარი არხი" აკეთებს სიუჟეტებს თუ როგორ ყვავის დემოკრატია ცხინვალში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.


"როდესაც სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ, ყოველდღიურად გვიწევს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიბრძოლოთ, ამ ადამიანების უფლებების დასაცავად და ვიცით ყველამ, რა მდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებში, ამ დროს "მთავარი არხი" აკეთებს სიუჟეტებს - თუ როგორ ყვავის დემოკრატია ცხინვალში. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული ნარატივი და რუსული რბილი ძალის გაგრძელება", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.


"მთავარი არხის" ეთერში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეეხებოდა.



კომენტარები:

ფართი შოპი