ზურაბიანი-ვაშაძეზე: "დაღმამშენებელი აგრძელებს "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას, რომელიც წყალტუბოში გახლდათ ჩამოსული და ტყუილების ტირაჟირებას შეეცადა"

31 May 2020 02:46

"ვაშაძის განცხადებამ 2012 წელი გამახსენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ინიშნებოდა პრემიერ-მინისტრად და "ნაციონალური მოძრაობა" პასუხს თხოვდა მას, 1-ელ ოქტომბრამდე განსახორციელებელ მიწის რეფორმაზე. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიცია, რომელსაც აგრძელებს ეს დაღმამშენებელი, რომელიც წყალტუბოში გახლდათ ჩამოსული და ტყუილების ტირაჟირებას შეეცადა."- ასე გამოეხმაურა წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი "ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის წყალტუბოში სტუმრობას. 


"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ეს მასშტაბური პროექტი ითვალისწინებდა ერთწლიან მოსამზადებელ პერიოდს, მათ შორის, მნიშვნელოვანია სრული რეაბილიტაციისთვის გენგეგმის შემუშავება, ასე რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წინამოსამზადებელი სამუშაო არ შეჩერებულა"- განაცხადა ზურაბიანმა. 





აღნიშნულ საკითხს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავაც გამოეხმაურა:


„ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად. რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ“ ფონდის ქველმოქმედების საფუძველზე და კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ნახეთ როგორ ხორციელდება ეს აბასთუმანში. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში და ზოგიერთი ოპოზიციონერი, ვისაც კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა თურმე რა ხდება ახლა წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე რომ არანაირად არ გაგვიჭირდება ამ პროექტის შესრულება“, - განაცხადა მინისტრმა.


ცნობისთვის; 2019 წლის 29 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს განვითარების ერთიანი გეგმის ფარგლებში უკლებლივ ყველა, 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვა გადაწყვიტა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პროექტი რეგიონში 15 000 -20 000 ადამიანს დაასაქმებს.



კომენტარები:

ფართი შოპი