ცოტნე ზურაბიანი: "ჩვენი შვილების ინტერესებზე წინ არაფერი შეიძლება დადგეს, მათ უკეთეს მომავალზე ზრუნვა - ჩვენი უმთავრესი დანიშნულებაა!"

01 Jun 2020 18:31

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი ბავშებს, ბავშთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. 


"წლევანდელ ბავშვთა საერთაშორისო დღეს მთელი მსოფლიო ურთულესი გამოწვევის პირისპირ აღნიშნავს.


და როგორც ერთიანი ვართ ამ განსაცდელში, ასევე უნდა გაგვაერთიანოს რწმენამ, რომ ჩვენი შვილების ინტერესებზე წინ არაფერი შეიძლება დადგეს, რომ მათ უკეთეს მომავალზე ზრუნვა - ჩვენი უმთავრესი დანიშნულებაა.


ბოლო წლებში ამ თვალსაზრისით ბევრი რამ კეთდება. დღეს ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა მომავალ თაობებს შევუქმნათ უსაფრთხო, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო, სრულფასოვანი ცხოვრების, განვითარების, ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდის, საკუთარი ოცნებების ასრულების ყველა პირობა.


ვულოცავ ბავშვებს, მშობლებს, მთელ საზოგადოებას და ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს პატარებს."- წერს ზურაბიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. 




კომენტარები:

ფართი შოპი