სანდრო სამადგებიშვილი, მოქალაქე:
_ერთს მივასტატუსებ და ნუ მიწყენთ რა, ისედაც ყველა ამ თემაზე წერს. ყველა ხე მიყვარს, განსაკუთრებით ბორჯომის ყველა ხე და თან მართლა მიყვარს. სუნიც მიყვარს, რა ჰაერსაც "უშვებს" ისიც, ფერიც, მათ ძირში ჯდომაც და საერთოდ ყველაფერი.
ძალიან სამწუხარო შედეგებით, მაგრამ ეს ხანძარიც ჩაქრება. ან მეხანძრე ჩააქრობს, ან ვერტმფრენი, ან წვიმა, ან სამივე ერთად. მაგრამ ეს სტატუსი სხვა რამეზეა.
მოდი, ვთქვათ, რომ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, რომელსაც უამრავი რამე მოუწესრიგებელი აქვს, რომელსაც აკლია პროფესიონალიც, გულშემატკივარიც და უფრო მეტად პროფესიონალი გულშემატკივარი. ნელ-ნელა უმჯობესდება რაღაც მიმართულებები, მაგრამ უფრო მეტი მიმართულებაა ჩა***ლი და მისახედი და არა ვიღაც მითიური მთავრობაა უნიათო (რომელსაც ვერტმფრენები არ ჰყოლია) და ა.შ., არამედ ეს ჩვენი ქვეყანაა ჯერჯერობით პატარა, სუსტი და ყველა მიმართულებას ვერ ართმევს თავს. პენსიონერი ჩივის პენსია მინდა 50 ლარით მეტიო, რაც უხეშად 500 მილიონი ლარით ზრდას ნიშნავს წელიწადში, "გლეხი" ყვირის სუბსიდია მინდაო, დევნილს ბინა უნდა, ვიღაცას უფასო წამალი და ოპერაცია, ვიღაც ამბობს თბილისში ქუჩის სარწყავი მანქანები დავამატოთო, ვიღაც ამბობს რაკეტ და ჰაერ საწინააღმდეგო სისტემები ვიყიდოთო და ა.შ. ხო, ეს ყველაფერი გასაკეთებელია, ბაზარი არაა, უბრალოდ გასაკეთებელია 500-700 ათასი კაცის გადასახადების ხარჯზე, რომელიც კერძო სექტორში მუშაობს და ბიზნესს აკეთებს და ვერ წვდება ეს დედანატირევი.
კი, მოსაცილებელია ეს ჯიპები, უაზრო მივლინებები, პრემია-დამანატები და ა.შ. და კი, დაიზოგება ამით თანხა და ეს გასაკეთებელია, უბრალოდ არც ეს ეყოფა ყველაფერს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მგონია,
1. გამოცდილებამ რაღაც გვასწავლოს და
2. ასეთ სიტუაციებში სპონტანურად კი არ ვიმოქმედოთ, არამედ ყველაფრის გეგმა გვქონდეს: კრიზისების მართვის, ევაკუაციის, სამოქალაქო თავდაცვის და ა.შ. ბევრ რამეს ფული არ სჭირდება ან არც ისე ბევრი სჭირდება. ჯამში, ჩვენი ქვეყანაა რა და რაც ნაკლი აქვს ეგ ჩვენი ნაკლია და არა ვიღაც მთავრობის ნაკლი მარტო რა.
3. ვერტმფრენი რომ გვყავდეს და დღეს რაჭაშიც გაჩნდეს ხანძარი, ისევ არ გვეყოფა ვერტმფრენები, ისევე როგორც 40 ათასიანი ჯარი არ გვეყოფა ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებაზე ერთად, თუკი არ იქნა ყველაფერი კარგად გათვლილი და ორგანიზებული.
არაორგანიზებულობა და მენეჯმენტის (მათ შორის კრიზისის) პრობლემა ჩვენი საერთო პრობლემაა და ნაცარი კი არ უნდა დავიყაროთ, ვიღაცის უნიათობას ან რამეს ვაბრალოთ, არამედ უბრალოდ უნდა გავუმჯობესდეთ, რასაც დრო, გამოცდილება და საკუთარ თავზე (ქვეყანაზე) მუშაობა სჭირდება.
ძალიან დამრიგებლური გამომივიდა, მაგრამ ყველა ან ქვეყანას ლანძღავს, ან ერს, ან ხელისუფლებას და "არაფერი გვეშველება" გამოსვლებითაა, არადა არაა ეგრე რა. ხოდა ჯანელიძე კიდევ თუ იკადრებს და გადადგება, მადლი იქნება. უხერხულია უბრალოდ. არა იმიტომ რომ ეს ხანძარი ვერ ჩააქრო დროულად, არამედ იმიტომ რომ არანაირი გეგმა არ აქვს ტიპს შემუშავებული საერთოდ არაფრისთვის, გეგონება კრიზისის მართვა კრიზისის დადგომის შემდეგ უნდა დაიწყოს რაღაც გაუგებარ შტაბში საქმიანი სახით მოძრაობით.