პოლიციამ კახეთში, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა

05 Jun 2020 13:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის,
ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ზ.მ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმ
დროს დააკავეს, როდესაც იგი თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე
ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და
ავტომანქანის ჩხრეკისა სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი
მოწყობილობა ამოიღო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და
მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა
და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას
გულისხმობს.





კომენტარები:

ფართი შოპი