კორონავირუსი საკარანტინო ზონაში მყოფ ადამიანს დაუდასტურდა - გამყრელიძე

07 Jun 2020 14:15

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონას უკავშირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.


ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 809 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 674 უკვე გამოჯანმრთელდა.


კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285 პირი. საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.



კომენტარები:

ფართი შოპი