თინა ხიდაშელი: 30 წელზე მეტია ჩემი ხელებით, გონებით და გამბედაობით ვქმენი საკუთარ ცხოვრებას; არავისი ვალი არ მაქვს და არავის ხარჯზე არ მიცხოვრია

08 Jun 2020 04:21

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თონა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:


"47 წელი, 47!!!


ძალიან ბევრია, ძალიან! რაღაცნაირი უცნაური სენტიმენტი მაქვს! უჩვეულო! გამოკეტილობის დავაბრალებ!


არ ვიცი კიდევ რამდენი წელია წინ ⏳ მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ:


იმიტომ რომ 30 წელზე მეტია ჩემი ხელებით, გონებით და გამბედაობით ვქმენი საკუთარ ცხოვრებას; არავისი ვალი არ მაქვს და არავის ხარჯზე არ მიცხოვრია;


25 წლის წინ მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილ, წესიერ და ყველაზე დიდ ადამიანთან ერთად ცხოვრება ავირჩიე;


მგონი შვილებსაც არა უშავთ. კარგად გავზარდეთ! ვიცი რომ სიკეთის კეთების და ბედნიერებისკენ სწრაფვის ფასი იციან. ყველაფერი დანარჩენი იქნება!


მაქვს პროფესია, რომელიც მიყვარს და საქმე, რომლის კეთებაც ბევრი წელია მაბედნიერებს;


და კიდევ, სამი წლის წინ გადავწყვიტე რომ არც ერთი ბოროტი, უსაქმური, არშემდგარ კაცუნას უგუნურებასა და უგულობასთან ჭიდილი აღარ მაინტერესებს, ვინაიდან მივხვდი და გავიგე რომ საკუთარ უბედურებასთან შერიგების ერთადერთ გზად სხვების შეურაცხოფა და საკუთარი სიმდაბლის ნიშნულიდან გმინვა აქვთ ნაპოვნი. ამიტომ მხოლოდ სინანულის გრძნობა შემომრჩა!

ხოდა ასეთია ეს 47 წელი!


სურვილების, ოცნებების არ მჯერა.
ნატვრები არ მაქვს!
მიზნები მაქვს!
დავალებებს ვაძლევ საკუთარ თავს!
თუ რამის მიღწევა მინდა შრომით და ბრძოლით მუდამ ვაღწევ მიზანს!


ხოდა მხოლოდ ჯანმრთელობას გისურვებ ჩემო თავო, ჯანმრთელად იყავი და დანარჩენი როგორც აქამდე, ხელები გაქვს, გონება, ხალისი და ენერგია სამყაროს ნახევარს რომ ეყოფა!


ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება! "- წერს ხიდაშელი.




კომენტარები:

ფართი შოპი