მთავარი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფი დაბრუნება და ბიუჯეტი ამაზეა აგებული - პრემიერი

09 Jun 2020 18:49

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფი დაბრუნება და ბიუჯეტი ამაზეა აგებული.


გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის აღდგენის კუთხით გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და საქართველო, როგორც პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად იქნა აღიარებული.


„ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, საქართველო, ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა საქართველო პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა. მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან. რამდენიმე ქვეყანაში, რომელთანაც მოლაპარაკება თითქმის დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ იქნებ ცოტა ხანს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი ციფრები იქნება. ეს არის ტურბულენტობა, რომელიც დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული, ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ოპონენტები პოპულისტური ციფრებით გვსაყვედურობენ, უნდა გვესმოდეს, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და შემოსავალზე. ჩვენი მიზანი არის ძალიან მარტივი - უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა. ჩვენი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფი დაბრუნება. ეს ბიუჯეტი ამაზეა აგებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდს ერთობლივი მუშაობისთვის, პირველ რიგში ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული მიმართულებით. პრემიერის შეფასებით, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაასრულა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან.


“ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო, რომ ჩვენ პირველებმა დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არც ერთი დღე არაფერი დამუქრებია - ეს არის ამ ხალხის დამსახურება. ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი, აქ გააზრებულია ყველაფერი, გათვლილია თითოეული რისკი, როგორც დროში, ისევე იმ რისკების და რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პროგნოზირებადობის ხარისხი ძალიან დაბალია”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი