გოჩა მირცხულავა, ჟურნალისტი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი;
_თითქოს არ არის ამის დრო, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი თემაა და აუცილებლად უნდა დავწერო, მით უფრო გუშინდელი დღის შემდეგ. საქართველოში არის სულ 10-12 ადამიანი ვინც არჩევნები იცის. ორი ხუთი მათგანი გადანაწილებულია სახელისუფლებო პარტიაში, ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოში. დანარჩენები თავისუფალი მოქალაქეები არიან. (არაფერს ავმბობ იმათზე ვინც იბრალებს რომ იცის - თავიანთი გასჭირვებიათ და წლიდან წლამდე - ანუ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვხედავთ მათ შედეგებსა და საქმეს).
ეს თავისუფალი ადამიანები არც ხელისუფლებას სჭირდება და არც დასახელებულ ოპოზიციურ პარტიებს. უფრო სწორად არ სჭირდებათ იმ ფორმატში რომ შრომაში შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადონ, თორემ გამოყენებით ალბათ გამოიყნებდნენ კიდეც. ამ დროს, ამ ადამიანებისთვის ეს საქმე არის ოჯახის შენახვის საშუალება, მათი პროფესია, გნებავთ ბიზნესი დაარქვით. თითქმის ყველა მათგანთან მქონდა კომუნიკაცია. როგორც აღმოჩნდა მეტწილად ისეთ კანდიდატებთან მოუწევთ მუშაობა, რომელთა იდეოლოგია სულაც არ ეპიტნავებათ, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. ეს ადამიანები არჩევნების შემდეგ არავის ახსოვთ ხოლმე. ჩემი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში იყო ცალსახა - რომელიმე არჩევნების შემდეგ ვინმეს გახსენებია თქვენი ოჯახები, შვილები, პრობლემები? ყველამ თქვა რომ - არა. შესაბამისად, ამ ადამიანებს არც არავინ უნდა უსაყვედუროს იმის გამო, რომ მათ ვინმესთვის მიუღებელ კანდიდატთან მოუწევთ მუშაობა. ისე, ერთი მათგანი ელისაშვილსაც რომ წაეყვანა, იმ სუსულელეებს არ ისაუბრებდა, რაც გუშინ როშა.