მალხაზ ქავთარაძე (მეტსახელად არწივა!) - გაზის კორპორაციის თანამშრომელი, რომელმაც მეხანძრეებს მიუვალ ადგილებში გზა გაუჭრა

25 Aug 2017 17:14

"ნავთობის და გაზის კორპორაციის ოპერატორს მალხაზ ქავთარაძეს, რომელსაც ორი ღამის განმავლობაში არ დაუსვენია, წაღვერში გაუვალ ადგილებზე კორპორაციის ბულდოზერით მუშაობს და სწორედ მისი გაჭრილია ის გზები, რისი მეშვეობითაც მეხანძრეებს საშუალება აქვთ მიუხლოვდნენ ცეცხლის კერებს! ვამაყობ რომ ნავთობ ის და გაზის კორპორაციამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის მძიმე წუთებში!", - ამის შესახებ, კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.


"მალხაზ ქავთარაძე მეტსახელად არწივა! კორპორაციის სახელით დიდი მადლობა მას! დღეს დილით საგანგებო შტაბიდან დაურეკეს ხელმძღვანელობას ეს კაცი გმირია სასწაულებს აკეთებს არ შეცვალოთოო, არადა ორი ღამე თვალი არ მოუხუჭავს შეუსვენებლივ მუშაობდა!", - წერს ნინო ჯღარკავა facebook-ში.


"აიპრესი"


კომენტარები:

ფართი შოპი