შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

12 Jun 2020 00:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული

მ.ა.,მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 ივნისს,

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ მ.ლ.-ს ცივი იარაღით

გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.


სამართალდამცველებმა მ.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის

იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით

მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.



კომენტარები:

ფართი შოპი