შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის მემორიალი ყვავილებით შეამკო

13 Jun 2020 18:03

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების

მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან

ღირსიაშვილი 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ზურაბ

მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩავიდნენ.

სამსახურის წარმომადგენლებმა გმირი მეხანძრე-მაშველის ოჯახი მოინახულეს და

სოფელში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს.


ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდა.

მან ვერეს ხეობაში 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი

წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.



კომენტარები:

ფართი შოპი