"ღარიბაშვილის მაჯის ძვირადღირებული საათებისგან განსხვავებით, მისივე საპარლამენტო საათის ფასი ერთი თეთრიც არ იყო"- ნიკანორ მელია

13 Jun 2020 18:22

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:


"20 წუთი დავკარგე და მხოლოდ ახლა ვუსმინე პარლამენტში ‘ღარიბაშვილის საათს".


მისი მაჯის ძვირადღირებული საათებისგან განსხვავებით, მისივე საპარლამენტო საათის ფასი ერთი თეთრიც არ იყო.


თავდაცვის მინისტრად იწოდება პირი, რომელსაც თავის უპირველეს და ერთადერთ ფუნქციად ქვეყნის გარე ძალებისგან დაცვა კი არა, ქვეყნის შიდა ძალის, ოპოზიციური პარტიის წიინააღმდეგ ბრძოლა მიაჩნია.


რა უნდა ელაპარაკო თავდაცვის მინისტრის სკამზე დადებულ ოლიგარქის წარმომადგენელს, რომელიც მტერს კი არა, საკუთარ ჯარისკაცებს ემუქრება ადგილის მიჩენით. რეალური მტრის მტრის ხსენებას კი ვერც ბედავს, ისე ლაპარაკობს ოკუპაციასა და ბორდერიზაციაზე!


ეს პოლიტიკური დომხალი - ქართული ოცნების მმართველობა მალე დასრულდება - შემოდგომით.


ქართული საზოგადოება მათ "საათებს" აღარ მოუსმენს, წუთებს კი დაუთვლის."- წერს მელია. 



კომენტარები:

ფართი შოპი