მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

13 Jun 2020 18:26

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


მეხანძრე-მაშველებმა ტრაგედიის დროს გარდაცლილი თანამშრომელი, ზურაბ მუზაშვილი გაიხსენეს და მემორიალთან სიმბოლურად, ზუსტად იმ დროს მივიდნენ, როცა 5 წლის წინ უკანასაკნელად ჰქონდათ კონტაქტი თანამებრძოლთან.


ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას, მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.


მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე და უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ივანიშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი