კახა კალაძე - გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ლამაზი, უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით

14 Jun 2020 02:01

მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ლამაზი, უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განახლებული „მზიურის პარკის“ გახსნაზე განაცხადა.


კახა კალაძემ 2015 წლის 13 ივნისი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დღეს შედგა სოლიდარული ქართული საზოგადოება.


„2015 წლის 13 ივნისი არის დღე, რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქალაქს. სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, გაუბედურდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ამ ინფრსტრუქტურის განახლება მოხდა, სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ ადამიანების სიცოცხლეს. მინდა მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმე დღე იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, თუმცა შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ 2015 წლის 13 ივნისს შედგა სოლიდარული ქართული საზოგადოება. იმ მძიმე ღამის შემდეგ გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი. ჩვენ გვახსოვს, როგორი შემართება, როგორი ერთსულოვნება და როგორი მხარდაჭერა იყო. ძალიან ბევრი მათგანი აქ იმყოფება და მინდა ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ახალგაზრდები და ყველა ადამიანი აკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვსულიყავით იმ მძიმე და რთული მდგომარეობიდან. ჩვენ როდესაც გამოვიარეთ ეს რთულიდ დღეები, გარკვეულწილად ამან მოგვცა სოლიდარობის განცდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და ვიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, - განაცხადა კალაძემ.


მისი თქმით, განახლებული „მზიურის პარკით“ ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა.


„დღეს, მე როგორც ქალაქის მერი ბედნიერი ვარ იმით, რომ ქალაქს კიდვ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პირობა მივეცი დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს და ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. დღეს „მზიურის პარკის“ გახსნაა, მომავალში ნაძალადევის რაიონში „კიკვიძის პარკი“ იხსნება, ვაკის პარკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. გლდანში ასევე რამდენიმე პარკის რეაიბილიტაცია იგეგმება. მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა ერთად. მარტო მერი და მერიის თანამშრომლები ვერაფერს გახდებიან, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი სოლიდარობა იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი