"ვთხოვ, ჩვენ მთავრობას და შესაბამის სამსახურებს დაზარალებული ოჯახის მიხედვას"- დავით ფერაძე (ვიდეო)

14 Jun 2020 14:04

დავით ფერაძე, ისტორიკოსი, ა/ო "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი:


"რამდენჯერმე მივმართე "ნაციონალურ" თუ "ოცნების" მთავრობას სოფელ საწაბლეში არსებულ ვითარებაზე. ის, რაც აქ ხდება, სცდება წარმოსახვის ფარგლებს. 


წარმოიდგინეთ, ხალხი ტყეში ცხოვრობს, უგზოდ, უგაზოდ და ტყეში მცხოვრებ ადამიანს ფიჩხის შეგროვებაც კი ეკრძალება. კანონმდებლობაც კი არაჰუმანურია ამ მხრივ. მაგრამ კანონმდებლობა მხოლოდ გაჭირვებულ-გაუბედურებული ხალხის მიმართაა. 


მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში რომ სოფლის მოსახლემ ხმელი, დაავადებული, მოტეხილი შეშა სახლში მიიტანოს. აქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამის უფლება. რეალობაში კი, გარკვეული ბობოლების და მათი დამქაშებისთვი ეს კანონი არ მოქმედებს, რაც კარგად ჩანს ამ ვიდეოდანაც. ვაპირებ, რომ საკითხით მეტად დავინტერესდე და აქვე ვთხოვ ჩვენ მთავრობას და შესაბამის სამსახურებს სათანადო რეაგირებას და როგორც ზოგადად ამ პრობლემის მოგვარებას, ისე  დაზარალებული ოჯახის მიხედვას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აზრს და ასევე მინდა ვთხოვო ჩვენ საზოგადოებას მხარდაჭერა."- აცხადებს დავით ფერაძე. 




კომენტარები:

ფართი შოპი