სოფელ ყარაჯალაში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების საქმის ახალი დეტალები

25 Aug 2017 18:26

სოფელ ყარაჯალაში, მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების საქმეზე თვითმხილველები ახალ დეტალებს ჰყვებიან. მათი თქმით, ეს იყო შურისძიება, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. შემზარავია კიდევ ერთი დეტალი, მამაკაცი შამპანურის ბოთლით არის გაუპატიურებული და ამას 200-მდე ადგილობრივი ესწრებოდა, თუმცა არავის უფიქრია გაშველება ან პოლიციისთვის შეტყობინება, მხოლოდ ერთი მამაკაცი აღმოჩნდა, ვინც ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.


როგორც ცნობილია, დანაშაულში 15 პირი უშუალოდ მონაწილეობდა, დანარჩენები კი სეირს უყურებდნენ და ტელეფონზე იღებდნენ, რომელიც ფეისბუქში ატვირთეს და ერთმანეთს უგზავნიდნენ. ფაქტს ესწრებოდნენ არასრულწლოვნებიც.


რაც ეხება დაზარალებულს, მისი დედა ამბობს, რომ ქალი, რომლის გამოც ეს ამბავი მოხდა, მის შვილს ურეკავდა და მას სიყვარულს უხსნიდა, რასაც შურისძიება მოჰყვა გოგონას მეუღლისა და მისი ახლობლებისგან.


ნაწამები მამაკაცის ოჯახის წევრები დანაშაულში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შურისძიებითა და სახლ-კარის გადაწვით იმუქრებიან.


რაც ეხება დანაშაულში მონაწილე პირთა წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ დაზარალებული მამაკაცი  ახალგაზრდა გოგონას სასიყვარული შეტყობინებებს უგზავნიდა, რაც მეუღლემ მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა, რასაც აღნიშნული ამბავი მოჰყვა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებას 25 აგვისტოს შეუფარდებენ, ბრალდება მათთვის პატიმრობას ითხოვს.


http://marshalpress.ge 


კომენტარები:

ფართი შოპი