ნიკა გვარამის განცხადებით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა

15 Jun 2020 22:13

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტულმა სამსახურმა რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.


როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადრიოვის დაკვეთით გეგმავდა.


"კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982წლის 21 დეკემბერს. და მისი დაკავების მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ ოფიციალური მიზეზი. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. მთავარი რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადრიოვის დაკვეტით,"- განაცხადა გვარამიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი