წარმატებული 7 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ დააჯილდოვეს

16 Jun 2020 02:56

15 ივნისი სამხედრო პოლიციის დაარსების დღეა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა მიულოცა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.


საზეიმო ღონისძიების ფარგლებში წარმატებული 7 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ დააჯილდოვეს, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილს კი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის სახელით მადლობა გამოეცხადა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ გიორგი ბუბუნაურს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სახელით სასაჩუქრე დაფა გადაეცა.

საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. 2020-2021 წელს სამხედრო პოლიციის ოცეული მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალური ბატალიონის შემადგენლობაში, რაც სამხედრო პოლიციის არსებობის განმავლობაში უპრეცედენტო ფაქტია.



კომენტარები:

ფართი შოპი