ილია ელოშვილი: ხვალ დაითვლება ზარალი და ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება

16 Jun 2020 03:12

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება. ამის შესახებ ელოშვილმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა.


როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ზარალი ხვალ დაითვლება.


„რაც მთავარია, მსხვერპლი არ იყო, რაც დიდი ბედნიერებაა. მაშველებმა და მეხანძრეებმა იმუშავეს ძალიან მაგრად. ხვალ დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანი, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება. რაც მთავარია ლოკალიზება მოხდა ეფექტურად“, - განაცხადა ელოშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი