წყალტუბოში, ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

16 Jun 2020 21:34

წყალტუბოში ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის  ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.


ღონისძიებაში წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ქალაქის მერთან, გრიგოლ იოსელიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.


ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს.


ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით, ასევე, ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.










კომენტარები:

ფართი შოპი