პაატა კვიჟინაძე: „2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ 4.5 მლრდ. დახმარება მიიღო, მაგრამ ერთ ადამიანსაც კი არ დაეხმარა“

17 Jun 2020 20:47

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილება, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას უპასუხა.


„ნაციონალური მოძრაობა რომ საუბრობს, რომ სახელმწიფომ 1.5 მილიარდი მიიღო, 2008 წელს 4.5 მილიარდი თქვენც ხომ მიიღეთ! ერთ ადამიანს, ერთ საწარმოს მაინც დაეხმარეთ? ახლა დახმარების პროგრამა მიმდინარეობს და თუ რამე საკითხები გარკვევას საჭიროებს, გავარკვევთ. ორი კვირის წინ ამბობდით, რომ სახელმწიფოს 1 თეთრიც კი არავისთვის არ ჩაურიცხავს, ახლა კი უკვე ასი ათასობით ადამიანს ჩაერიცხათ თანხები და თუ ვინმე დარჩა დახმარების გარეშე, ეგ საკითხიც გავარკვიოთ. რაც შეეხება ვეტერანების დახმარების საკითხს, ადრე რაც ხდებოდა, მარტო თანხაზე არ არის საუბარი, ფაქტიურად ტერორის ქვეშ ყავდათ ვეტერანები და საერთოდ არაფრად არ აგდებდნენ. რაზე საუბრობთ საერთოდ? კითხეთ თავად ვეტერანებს. სულ ერთი და იგივე განცხადებები ისმის ოპოზიციისგან, რომლებიც ახლოსაც კი არ არის რეალობასთან“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი