ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია და კონცენტრაციის და ყურადღების კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მანვე ჟურნალისტებს და მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც გვერდით გვედგნენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მადლობა მოქალაქეებს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველას უკვე ზედმეტად ეჩვენება ეპიდემიაზე საუბარი, ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია და კონცენტრაციის და ყურადრების კიდევ უფრო მეტი ხარისხი გვჭირდება იმისთვის, რომ ვმართოთ ვირუსი, გავხსნათ ეკონომიკა, სოციალური ცხოვრების ყველა სფერო - პოლიტიკური, კულტურული, სპორტული, აგრეთვე, არჩევნები, ყველაფერი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ვირუსის ეფექტური მართვის პირობებში. გისურვებთ ჯანმრთელობას და გთხოვთ ცოტა უფრო მეტ ყურადღებას,“ - განაცხადა პრემიერმა.