შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.ა., ყაჩაღობის
ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვარკეთილში
მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, სავაჭრო
ობიექტის მეპატრონეს დანის მუქარით 3000 ლარი გასტაცა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.