კახა კუჭავა: „Contrepoints“-ის სტატიაში მითითება კეთდება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს და მოხდეს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულება“

19 Jun 2020 02:30

„უცხოურ მედიაში უფრო და უფრო მეტი ანალიზი და საუბარია იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესებს გადის საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ფრანგული გამოცემა „Contrepoints“-ის სტატიაში კარგად არის გაანალიზებული და განხილული 8 მარტის ხელშკრულება. ამის შემდეგ კეთდება მითითება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს და მოხდეს იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც 8 მარტს იქნა მიღწეული. პროცესის ანალიზი, რომელიც აღწერილია ამ სტატიაში და ის მომავალი შედეგი, რომელსაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მივიღებთ, პირდაპირ არის მითითებული  - თუ რამდენად უფრო დააჩქარებს საქართველოს სვლას ევროკავშირისა და ნატოსაკენ“, - ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ განუცხადა.



კომენტარები:

ფართი შოპი