საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team)
ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს წარმატებები
უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული
პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში
თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი
ხაზგასმით აღინიშნა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის
განახლებასთან (SNGP Refresh) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების
მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ემსახურება საქართველოს ნატოსთან
თავსებადობის გაზრდას, თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო
განვითარებასა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის
ხელშეწყობას. პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი
შტეფან ანიჰოფერი შეცვალა, რომელიც SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან
ხელმძღვანელობდა.