ანა დოლიძე - არ მინდა ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია მის კვალიფიკაციას დავაბრალო - ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელს და იურიდიულ კვალიფიკაციას

19 Jun 2020 03:09

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მისი კოლეგის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწოდებს და აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა.


„ძალიან ვწუხვარ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი მიქაუტაძესთან, გვრიტიშვილთან, სერგო მეთოფიშვილთან მხარდამხარ, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში არის. არ მინდა ეს მხოლოდ მის კვალიფიკაციას დავაბრალო - ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელს და იურიდიულ კვალიფიკაცის. უფრო სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ამუშავდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც უმრავლესობის სახით მან მიიღო, როდესაც იუსტიციის საბჭოში დაინიშნა. როგორც ჩანს, მას „ქართული ოცნების“ წინაშე, ვინც უმრავლესობით დანიშნა, რაღაც ვალდებულებები აქვს და ახლა, როდესაც იქმნება რაღაც ახალი სამსჯელო, სადისკუსიო, სამწუხაროდ, ნაზი გვრიტიშვილთან, მიქაუტაძესთან, სერგოსთან ერთად ამ ყველაფრის მონაწილეა.


რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა კითხვები იყოს აქ, მაგალითად, 2017 წელს ირაკლი კობახიძე მეუბნებოდა, რომ პოლიტიკოსი ვიყავი. ერთი ადამიანის გემოვნების თემა ვერ იქნება, ვინ არის პოლიტიკოსი და ვინ არა. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს მაშინ შეიძლება იყოს სამართლებრივი დავის საგანი. გვრიტიშვილს, მიქაუტაძეს, მეთოდიშვილსა და ქალბატონ ჯანეზაშვილს შეუძლიათ, მიმართონ სარჩელით და სასამართლოში გავარკვიოთ ეს ამბავი. სასამართლო რომ ჩემს მხარეს არ დადგება, მგონი, ეს კარგად გესმით“, - განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან.


ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს და საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კანონს არღვევს. "ანა დოლიძემ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა მეც და არასამთავრობო სექტორიც იმიტომ, რომ როდესაც მხარს გიჭერენ, როდესაც შენს გვერდით დგანან და იბრძვიან, შენ უნდა იყო სუფთა და კანონს უნდა იცავდე", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“.



კომენტარები:

ფართი შოპი