მამუკა ხაზარაძე: ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს, 30-ვე ოლქში წარვადგენთ მაჟორიტარებს

20 Jun 2020 02:19

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ის აპირებს 30-ვე ოლქში თავისი მაჟორიტარები წარადგინოს. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.


„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პირველივე დღიდან. 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარებს. ჩვენ როგორც თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატურას, ასევე მთლიანად 30-ვეს. ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს. ბოლო მომენტში ჩვენ შევხედავთ, ჩვენ შეიძლება გვქონდეს კიდევ კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ“, - განაცხადა ხაზარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი