გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს

20 Jun 2020 02:25

გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს - "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს პროკურატურის შეთავაზება და შესაბამისად, ის არის თანახმა, რომ პირად მცველებთან ერთად მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმა იზრუნონ. 


ამასთან დაკავშირებით დეტალები შეთანხმდება უკვე ხვალ, როდესაც გიორგი გაბუნიას ადვოკატი მივა პროკურატურაში და საბოლოო დეტალებს შეათანხმებს. 


ეს შეთავაზება თავად გაბუნიამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით. როგორც გიორგი გაბუნიამ განმარტა, მისგან, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ძირითადად აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და თავად თუ გრძნობდა მასზე მიმდინარე თვალთვალს. 


გიორგი გაბუნიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, გრძნობდა და იცოდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. 


დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოკითხეს. ამ შემთხვევაშიც, გამოძიების მთავარი ინტერესი იყო საიდან ფლობდა გვარამია იმ ინფორმაციას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. 


mtavaritv


კომენტარები:

ფართი შოპი