ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს და მისი ბიუროს თანამშრომელს, ანა მენთეშაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა.
"არანაირი ქრთამი! ამღები გადაშენდა! ქრთამის მომგონი ამოწყდა! ვინც ამას ფიქრობს - იქ მოიკითხოს, თავის უწყებაში!"- განაცხადა ზურაბ ნეფარიძემ.
საკრებულოს წევრს ბრალად ქრთამის აღება ედება. ანტიკორუფციულმა სააგენტომ ნავთლუღის მაჟორიტარი 25 აგვისტოს მისსავე ბიუროში დააკავა.