თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

21 Jun 2020 01:29

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟო და საირიგაციო

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ჭარბი წყლის მოცილების

მიზნით, თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხე-

ბუჩქნარისა და ნატანი მასისაგან საერთო სიგრძით 2 500 მეტრამდე კოლექტორები და

შემკრები არხები იწმინდება. სამელიორაციო ღონისძიებები 32 ჰექტარ მიწის ფართობზე

მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის

მიმდებარე სასოფლო -სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.


დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია ივლისის ბოლოს დაასრულებს.



კომენტარები:

ფართი შოპი