"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის კულმინაცია

21 Jun 2020 04:42

"შევხვდებით არჩევნებზე" - ამ სლოგანით დასრულდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია. აქცია სახელწოდებით " ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს რუსული ოკუპაციაზე, გაიხსენეს გასული წლის 20 ივნისი და აქციის დაშლის დროს განვითარებული მოვლენები.


აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის წევრეთან ერთად საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და რამდენიმე პოლიტიკოსმა.


აქციის დასასრულს კი აქტივისტებმა სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით ასწიეს პლაკატები - "შევხვდებით არჩევნებზე". გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.


აქციაზე, მოქალაქეები სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.



კომენტარები:

ფართი შოპი