19 წლის ფახბურთელის ცხედარი მდირნარე არაგვში იმ ადგილზე იპოვეს, საიდანაც მისი კვალი საბოლოოდ დაიკარგა

23 Jun 2020 00:12

ფოტო: IPN


4 დღიანი ძებნის შემდეგ 19 წლის ფახბურთელის ცხედარი მდირნარე არაგვში იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის გვამს  იმ ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიაგნეს, საიდანაც მისი კვალი საბოლოოდ დაიკარგა.


გარდაცვლილის მეგობარი და ტრაგედიის "ოქროს მოწმე" "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ ფაქტებს იხსენებს, რომელიც 18 ივნისის ღამეს ტრაგედიას წინ უძღოდა.


გუკა ამირხანაშვილი ბოლო ადამიანი იყო, რომელთანაც გარდაცვლილ ახალგაზრდას კონტაქტი ჰქონდა. 


დაბადების დღეზე მისული ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს წვეულების დაწყებიდან მალევე დაუპირისპირდა, 10-ზე მეტი ადამიანი ნაცემი იყო.


წვეულების ჩაშლის შემდეგ სტუმრების ერთმა ჯგუფმა იუბილის აღნიშვნა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იხსენებს, რომ დაბადების დღიდან წამოსულებს ქუჩაზე 2 მანქანა დაეწიათ. ორივეში იმ პირების ახლობლები ისხდნენ, ვისთანაც მათ მეგობრებს ჩხუბი მოუვიდათ.


დაპირისპირების თავიდან რიდების მიზნით შაქარაშვილმა და გუკა ამირხანაშვილმა გაქცევა გადაწყვიტეს, რა დროსაც ამირხანაშვილს შავი ფერის "ტოიოტა ქამრი" დაეწია და მანქანაში ჩასვეს ისე რომ გიორგი შაქარაშვილი მას აღარ უნახავს.


არც შაქარაშვილი და არც ამირხანაშვილი ჩხუბში მონაწილეობას არ იღებდნენ და ორივე მათგანი დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდნენ. 


გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებული ჯგუფებიდან  ერთ ერთი, ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ.


მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე მისულ თანატოლებს შორის ჩხუბი ქუჩურ საუბარს მოყვა. სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა.


ინციდენტის მონაწილე პირების ნაწილი უკვე დაკითხულია. იყო თუ არა დაპირისპირებულ ახალგაზრდებს შორის შაქარაშვილი ოფიციალურად უცნობია, ერთადერთი ვინც ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მოწმე ამირხანაშვილია. 


დღეს მცხეთის პოლიციაში ვერცხლისფერი ავტომანქანა მიიყვანეს და დეტალურად შეისწავლეს გადაადგილების ტრაექტორია. სათვალთვალო კამერებმა სწორედ ეს ავტომობილი დააფიქსირეს ინციდენტიდან მალევე იმ ადგილას, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი ქრება.


ავტომანქანის მეპატრონის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირებულ მხარეებთან კავშირი არ ჰქონია.


ჩხუბი თბილისთან ახლოს, სოფელ ნარეკვავში,  18 ივნისის ღამეს მოხდა. სახლი დაბადების დღისთვის იუბილარმა თავად იქირავა და სამეგობრო შეკრიბა, თუმცა ერთმანეთისთვის უცნობ სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო წვეულება მალევე ჩაიშალა. სახლის მეპატრონე კატეგორიულად უარყოფდა ინციდენტის ფაქტს, თუმცა გამოკითხული ადამიანებიდან ყველა აცხადებს, რომ ჩხუბი სწორედ ნაქირავებ აგარაკზე დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა.


მომხდარ ტრაგედიაზე განცხადება დღეს სახალხო დამცველმაც გააკეთა. ნინო ლომჯარია სამართალდამცველებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენმა "მთავართან" ინტერვიუში  პარალელი გაავლო ხორავას ქუჩაზე მოკლულ დათუნა სარალიძის საქმეზე.


სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი აქვს თუ არა ახალგაზრდა სპორტსმენსის გვამს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები, რომლის შემდეგაც გაირკვევა შაქარაშვილი მოკლეს თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია.

 


კომენტარები:

ფართი შოპი